პროცესები
ვერდიქტი
პროექტები
გამოცემები
კვლევა
სასარგებლო ინფორმაცია
კონტაქტი
ძიება:
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ჰეილეია – ძველ საბერძნეთში და რომის ტრიბუნალი


ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჭეშმარიტ წინაპრად მიიჩნევენ ძველ ათენში არსებულ დიკასტერიას - ჰეილეისტთა სასამართლოს, რომელიცDდღემდე რჩება საოცარ ფენომენად მართლმსაჯულების ისტორიაში.  დიკასტერია ერქვა მთავარ სასამართლო ადგილს, რომელიც მდებარეობდა ქალაქის მოედანზე. სახალხო მოსამართლეებს დიკასტებსა და ჰელეასტებს უწოდებდნენ. ათენის დიკასტერია გამოირჩეოდა მოსამართლეთა სიმრავლით, სხდომათა საჯაროობითა და უაპელაციო გადაწყვეტილებებით.
არისტოტელეს ცნობით, ჰეილეია სულ შედგებოდა ხალხის მიერ არჩეული 1500 მოსამართლისაგან, რომელთაგან ჩვეულებრივ საქმეებს 501 კაცი იხილავდა. განსაკუთრებით სერიოზულ საქმეებს კი იხილავდა 1000-დიკასტიანი (ანუ "ორმაგი") შემადგენლობა. განსაკუთრებული საგანგებო მნიშვნელობის საქმეებს კი - სრული (ანუ "სამმაგი") შემადგენლობა. 
გადაწყვეტილებას იღებდნენ  ფარული კენჭისყრით.  საკითხი წყდებოდა უბრალო უმრავლესობით, ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ ხმები თანაბრად გაიყოფოდა, განსასჯელი გამართლებულად ითვლებოდა.    
ისტორიული წყაროებით,  ჰეილეია იყო სახელმწიფოს უმაღლესი სასამართლო ორგანო და შედგებოდა 5000 ათასი ძირითადი და 1000 სათადარიგო მოსამართლისგან, რომლებსაც ირჩევდა ხალხი. ისინი  30 წელს მიღწეულები უნდა ყოფილიყვნენ.  მათ  ერთი წლის ვადით, კენჭისყრით ირჩევდნენ.  
ჰეილეიაში ფუნქციონირებდა 10 კოლეგია - 500 ძირითადი და 1000 სათადარიგო  (სახალხო მოსამართლის) შემადგენლობით. მოვალეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, მათთვის ცნობილი არ იყო, თუ როდის გამოიძახებდნენ მოვალეობის შესასრულებლად, ეს წყდებოდა კენჭისყრით, საქმის განხილვის დღეს.
სასამართლოში წარმოდგენილი  იყვნენ მხარეები, რომლებიც იცავდნენ თავიანთ საპროცესო ინტერესებს ნეიტრალური სახალხო მოსამართლეების წინაშე.    
ექსპერტთა მტკიცებით, სწორედ ჰეილეია იყო ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო. 
მოგვიანებთ, სასამართლოებს ატარებდნენ არეოპაგები, ეს იყო საბჭო, რომელიც შედგებოდა არისტოკრატი უხუცესებისაგან, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე
ინიშნებოდნენ ამ თანამდებობაზე. 
იმ ეპოქაში მსაჯულთა სასამართლო
დემოკრატიულ ინსტიტუტს წარმოადგენდა, იგი მაინც არ იყო დაზღვეული
ცალკეული შეცდომისაგან. მსაჯულთა სასამართლომ ცნო დამნაშავედ უდიდესი მოაზროვნე სოკრატე და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

რომის იმპერიის არსებობის დასრულებამდე რომში არსებობდა ტრიბუნალები, რომლის შემადგენლობაშიც  მსაჯულები შედიოდნენ. მნიშვნელოვანი
საქმეების განხილვა მიმდინარეობდა მსაჯულთა საბჭოს წინაშე, რომელიც შედგებოდა 100 ან 1000 ადამიანისაგან. ისინი მონაწილეობდნენ ხმის მიცემაში პირის ბრალეულობის განსაზღვრის მიზნით.
რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, საბერძნეთში - ქვეყანაში, სადაც წარმოიშვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეისათვის მოქმედებს საქმეთა განხილვის განსხვავებული ფორმა, კერძოდ, საბერძნეთში სერიოზულ სისხლის სამართლის საქმეებს იხილავს სამი პროფესიონალი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია ოთხი მსაჯულის მონაწილეობით, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ფაქტების შეფასებისა და სასჯელის განსაზღვრის თაობაზე.

სიახლეების გამოწერა

 

Created By: Pro-Service ვებგვერდი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDT) სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.