პროცესები
ვერდიქტი
პროექტები
გამოცემები
კვლევა
სასარგებლო ინფორმაცია
კონტაქტი
პრეს-რელიზი

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე  სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული  დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნო 2011  წელს  17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში. აღნიშნულ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი  მიღებული იქნა 9 ხმით, 3-ის წინააღმდეგ. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი  მიიღეს  ბრალდებულ დავით რუსიშვილის მიმართ საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა და შენახვის ბრალდებაში.
 
მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 15 ივნისს გაიმართება.
 
მოცემულ საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 8 სასამართლო სხდომა, თავად ბრალდებულმა მისთვის  კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე დაიკითხა 20  მოწმე,  ასევე მხარეთა მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილიდან  ამოღებული და მკვლელობის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი 

ბეჭდვა
Created By: Pro-Service ვებგვერდი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDT) სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.