პროცესები
ვერდიქტი
პროექტები
გამოცემები
კვლევა
სასარგებლო ინფორმაცია
კონტაქტი
პრეს-რელიზი

2012 წლის 4  ივნისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე  სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე.
 
ნაფიც მსაჯულთა ღია  სასამართლო  სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის   მოსამართლე ვაჟა  ფუხაშვილი უძღვება.
 
დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები  შესავალ სიტყვებს წარმოადგენენ, ასევე მხარეებს მიეცემათ საშუალება სასამართლოს წარუდგინონ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები. შესავალ სიტყვამდე კი  ნაფიცმა მსაჯულებმა  დადეს ფიცი და წილისყრით აირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული.  ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა  კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.  

თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც მთელი საზოგადოება დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ელოდება ხალხის სახელით მიღებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს  ვერდიქტს.

ბეჭდვა
Created By: Pro-Service ვებგვერდი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDT) სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.