პროცესები
ვერდიქტი
პროექტები
გამოცემები
კვლევა
სასარგებლო ინფორმაცია
კონტაქტი
პრეს-რელიზი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ნოდარ მატიაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში  განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, შეკვეთით და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. საქმე განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 12  მსაჯულის შემადგენლობით. 

ნაფიცმა მსაჯულებმა ზემოაღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების: ვახტანგ ბეჟანიშვილის, ლევან კიკაბიძისა და რომეო სარქისოვის მიმართ, გამოიტანეს გამამტყუნებელი ვერდიქტი. ვერდიქტი ბრალდებულების რომეო სარქისოვის და ვახტანგ ბეჟანიშვილის მიმართ მიღებული იქნა ერთხმად, ხოლო ბრალდებულ ლევან კიკაბიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 10  ხმით 2-ის წინაღმდეგ.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, დღეს ნაფიცი მსაჯულები აგრეთვე ესწრებოდნენ  სასჯელის დანიშვნის სხდომას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლოს ერთხმად მისცეს სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია.

სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტისა და სასჯელთან მიმართებაში მათი რეკომენდაციის საფუძველზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალდებულების მიმართ, წარდგენილ ყველა ბრალდებაში და მა საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად  ლევან კიკაბიძეს 22 წელი და 13 დღე, რომეო სარქისოვს 17 წელი და ვახტანგ ბეჟანიშვილს 16 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის  საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

                                                                         

          თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური

ბეჭდვა
Created By: Pro-Service ვებგვერდი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDT) სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.